2015-10-12

პროექტის „ადგილობრივი და რეგიონული თემების ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის“ პრეზენტაცია

12 ოქტომბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ადგილობრივი და რეგიონული თემების ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისათვის“ (LoRDeP)  პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს, სენტ–ეტიენის უნივერსიტეტის, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს,  სენტ–ეტიენის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) და თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  მიერ.

პრეზენტაცია წარმოადგენს 12–16 ოქტომბერს საქართველოში  დაგეგმილი ვორქშოფის შესავალ ნაწილს. ვორქშოფს საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის ინიციატივა განავრცოს 2016–2017 წლების საქართველო–ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა ტერიტორიული განვითარების პროექტებზე, რომლებიც დაეფუძნება ტერიტორიის მიმართ, როგორც კულტურული მემკვიდრეობისადმი მიდგომას და საფუძვლად დაედება "ადგილობრივი და რეგიონული პროექტების" (LoRDeP)  განვითარებას.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი