2017-10-20

პროფესორ გედევან ხელაიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა

20 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორ გედევან ხელაიას დაბადებიდან 90 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65 წლის აღსანიშნავი საზეიმო სხდომა გაიმართება.

ღონისძიებას მეცნიერები, ეკონომისტები, საზოგადო მოღვაწეები - გედევან ხელაიას კოლეგები, მეგობრები, მოსწავლეები დაესწრებიან.

პროფესორი გედევან ხელაია 12 მონოგრაფიის ავტორია. ის იყო თსუ ფინანსებისა და კრედიტის კათედრის გამგე. მეცნიერების გარდა, გედევან ხელაიას საქმიანობა გამორჩეულია ეკონომიკის სწავლებაში. გედევან ხელაია წლების განმავლობაში იყო თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, გორის ეკონომიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი რექტორი.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ.N2, თსუ მე-10(მაღლივი)კორპუსი, ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის (206-ე) აუდიტორია.



« იხ. ყველა ანონსი