2018-11-16
საერთაშორისო კონფერენცია - “ქიმია დღეს და მომავალში”
16 ნოემბერს, 10:00 საათზე
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია - “ქიმია დღეს
და მომავალში” გაიხსნება. კონფერენცია ეძღვნება უნივერსიტეტის 100
წლისთავს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ქიმიის მნიშვნელოვანი
მიმართულებებით (თეორიული ქიმია, არაორგანული ქიმია, ორგანული ქიმია,
ფიზიკური და ანალიზური ქიმია, ბიოორგანული ქიმია, მაკრომოლეკულების ქიმია,
ქიმიური ტექნოლოგია, მასალათმეცნიერება, ფარმაკოქიმია, გამოყენებითი
ქიმია, ეკოლოგია და გარემოს ქიმია.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს,
აშშ-ს, რუსეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, თურქეთის,
პაკისტანის, უნგრეთის, ავსტრალიის წამყვანი სასწავლო-სამეცნიერო
ცენტრების/უნივერსიტეტების სტუდენტები და ახალგაზრდა მეცნიერები, აგრეთვე
“ამერიკის ქიმიური საზოგადოება საქართველოსთვის” წევრები.
გამორჩეული მოხსენებების ავტორები დაჯილდოვდებიან საქართველოს ქიმიური საზოგადოების დიპლომებით.
კონფერენციის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან ივანე
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს
ქიმიური საზოგადოება. თანაორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აკაკი
წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა
რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი