2016-12-19

კონფერენცია “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში – საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები”

19 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულებისა და  სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია “ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქართველოში – საკანონმდებლო და პრაქტიკული  გამოწვევები” გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილებას ღებულობენ თსუ-ს პროფესორები და სტუდენტები. კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, მთავარი პროკარატურისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე  (პეტრე მელიქიშვილის სახელობის ) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი