2011-09-16
თეოფანე დავითაიას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა
16 სექტემბერს, 15:00 საათზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს თეოფანე დავითაიას დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების, ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის და საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდება.
მის: რუსთაველის გამზ. 52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზი, V სართული
« იხ. ყველა ანონსი
მის: რუსთაველის გამზ. 52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სააქტო დარბაზი, V სართული