2011-07-19

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ავტორთა საზოგადოებას შორის

19 ივლისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ავტორთა საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული და საქართველოს ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კობალაძე მოაწერენ.

მემორანდუმის მიზანია იურისტ-სტუდენტთა რესურსის გამოყენებით საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის სწრაფი და ეფექტური მექანიზმების შემუშავება, არსებული საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მათ აღმოფხვრა და ამ მიზნის მისაღწევად, ერთობლივი პროექტების მომზადება–განხორციელება.
შეხვედრას  ავტორთა საზოგადოების და იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წევრები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი