2018-05-11

თსუ-ში ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი გაიხსნება

11 მაისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ევროპის აკადემიის პრეზიდენტი ზირდ კლოტინკი მოაწერენ.

მემორანდუმის თანახმად, თსუ-ში გაიხსნება ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი, რომლის მიზანია კავკასიის რეგიონში მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობა.

ევროპის აკადემია ევროპული ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც არიან სწავლის, განათლების და კვლევის პოპულარიზაციაზე ორიენტირებული მეცნიერები და მკვლევრები. აკადემია 1988 წელს დაარსდა და 3800 წამყვან ექსპერტს აერთიანებს ფიზიკის და ტექნოლოგიების, ბიოლოგიური მეცნიერებებისა და მედიცინის, მათემატიკის, ჰუმანიტარულ, სოციალურ და კოგნიტიური მეცნიერებების, ეკონომიკისა და სამართლის სფეროებიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული ჰაბი საქართველოს გარდა დაფარავს სომხეთს და აზერბაიჯანს.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გაიმართება სიმპოზიუმი. სიმპოზიუმზე ევროპული აკადემიის წარმომადგენლები წაიკითხავენ მოხსენებებს ნევროლოგიის, ბიოქიმიისა და დედამიწის შემსწავლელი სხვა მეცნიერების მიმართულებით.  
  
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი