2010-06-04

სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “რომანტიზმი და თანამედროება

2010 წლის 4-5 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “რომანტიზმი და თანამედროება. ქართულ-პოლონური ურთიერთობების სათავეები და პერსპექტივები”. კონფერენცია ეძღვნება კავშირ “პოლონიას” მოღვაწეობის 15 წლის იუბილეს.
ივარაუდება შემდეგი სექციების მუშაობა:
1.    ლიტერატურა და კულტურა;
2.     ვერბალური კომუნიკაციები;
3.    ისტორია და პოლიტოლოგია.
გთხოვთ, მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში 2010 წლის  20 მაისამდე წარმოგვიდგინოთ მოხსენების სათაური და ჩამოსვლის თარიღი. წარმოდგენილ მოხსენებათა ტექსტები დაიბეჭდება შემდგომ.
რეგლამენტი:  სამეცნიერო მოხსენებისათვის – 15 წუთი, ინფორმაციისათვის – 10 წუთი.
კონფერენციის პროგრამა:
4 ივნისი – 10.00 – კონფერენციის გახსნა და პლენარული სხდომა;
4 ივნისი – 13.00 – სექციების მუშაობა;
5 ივნისი – 10.00 – კონფერენციის დახურვა და კულტურული პროგრამა.

მონაწილეთა ჩამოსვლა – 3 ივნისს, გამგზავრება – 6 ივნისს.

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ კონფერენციის ჩატარების საორგანიზაციო მხარეს, კულტურულ პროგრამას, მონაწილეთა დახვედრას და გაცილებას აეროპორტში.
თბილისამდე მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს ანაზღაურებენ მონაწილეები. გთხოვთ წინასწარ შეგვატყობინოთ ჩამოსვლის თარიღი, რათა ორგკომიტეტმა დროულად დაჯავშნოს ადგილები სასტუმროში.
კონფერენციის სამუშაო ენებია – ქართული, პოლონური და რუსული.
მოხსენების სათაური და ტექსტი გთხოვთ გამოაგზავნოთ ორგკომიტეტის სახელზე ელექტრონული ფოსტით: larmaria19@yahoo.com    ან maicha@mail.ru .
მოხსენების ტექსტი – 5-7 გვერდი, თეზისები – 1-2 გვერდი, შრიფტის ზომა _ 12, ინტერვალი _ 1,5 (1800-2000 ნიშანი გვერდზე).
პატივისცემით
ორგკომიტეტის თავმჯდომარე პროფესორი მარია ფილინა, ორგკომიტეტის წევრები პროფესორი დავით გოცირიძე, ანა რადეცკა

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი “პოლონია”
ვარშავის უნივერსიტეტი (აღმოსავლეთის კვლევის ინსტიტუტი, კავკასიის სადგური)
მსოფლიო თანამეგობრობა “ვსპულნოტა პოლსკა”
« იხ. ყველა ანონსი