2010-09-29

იტალიის „ქართული კულტურის ცენტრის“ წარმომადგენლები თსუ–ში

29 სექტემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტს ეწვევა იტალიაში მოქმედი „ქართული კულტურის ცენტრი“–ს დელეგაცია. დელეგაციის წევრები ძირითადად იტალიელი პროფესორ–მასწავლებლები არიან და მათ საქართველოში ვიზიტს ტურისტულ–შემეცნებითი ხასიათი აქვს.

„ქართული კულტურის ცენტრი“ ქალაქ მილანში ქართველი ემიგრანტი პროფესორის,  აწ უკვე გარდაცვლილი ქალბატონის, ნინა ყაუხჩიშვილის ინიციატივით დაარსდა. ცენტრის დელეგაციის წევრების უმეტესობისათვის ეს საქართველოში პირველი ვიზიტია და ისინი საქართველოს გაცნობას უნივერსიტეტიდან დაიწყებენ, სადაც მათ პროფესორი რისმაგ გორდეზიანი უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში იტალიელი პროფესორები მოინახულებენ თბილისს, მცხეთას, ქუთაისს, უფლისციხეს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს და ყაზბეგს.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსი,  კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი.
« იხ. ყველა ანონსი