2010-09-18
,,ერასმუს მუნდუსის“ ლოტი 6
18 სექტემბერს, 10:30 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით სასტუმრო მარიოტში პროექტ
ERASMUS MUNDUS Action 2 Partnership for Georgia, Armenia and Azerbaijan (Lot 6)–ის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას კონსორციუმის წარმომადგენლები (12 უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიიდან და 7 უნივერსიტეტი ევროპიდან) დაესწრებიან. ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან პროექტის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის და ევროკავშირის წარმომადგენლები და მაღალი რანგის საპატიო სტუმრები.
Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ. ამჟამად, Erasmus Mundus პროგრამაში საქართველოს 3 უნივერსიტეტი მონაწილეობს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად პროგრამაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი არიან ჩართული. მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებში სასწავლებლად და სამუშაოდ 58 ქართველი სტუდენტი, მკვლევარი და უნივერსიტეტის თანამშრომელი გაემგზავრა.
მის: სასტუმრო Courtyard Marriott-ის საკონფერენციო დარბაზში
« იხ. ყველა ანონსი