2012-12-19

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაკროეკონომიკური ანგარიშის პრეზენტაცია

19 დეკემბერს, 11.00 საათზე თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET-აისეტი) გამართავს საქართველოს მაკროეკონომიკური ყოველთვიური მიმოხილვის პრეზენტაციას. ეს არის მაკროეკონომიკური ანგარიში, რომელიც მზადდება ISET-ის კვლევით ინსტიტუტის მიერ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად.
პრეზენტაციას გახსნის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი; ანგარიშის შესახებ მოკლე ინფორმაციას წარადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი და აისეტის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი გიორგი ბაქრაძე.


მისამართი: თბილისი, ზანდუკელის ქუჩა №16, ISET -ის საკონფერენციო დარბაზი .

« იხ. ყველა ანონსი