2011-11-18

„თბილისის ტრამვაის“ პრეზენტაცია თსუ–ში

18 ნოემბერი, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინიციატივო ჯგუფი „თბილისის ტრამვაი“ პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციის მიზანია საზოგადოებას გააცნოს სატრანსპორტო საშუალების – ტრამვაის უპირატესობები. პრეზენტაციაზე დაგეგმილია ტრამვაის სხვადასხვა წარმოების და მარკის ვაგონების განხილვა. წარმოდგენილი იქნება ჩეხური წარმოების ვაგონების ფოტონიმუში, მთელს მსოფლიოში არსებული ტრამვაიდან, ყველაზე დიდი რაოდენობით სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ჩეხური წარმოების ტრამვაი ფუნქციონირებს.

2012 წლის იანვარში თბილისის მერია ტრამვაის სისტემის მშენებლობის შესახებ ტენდერს გამოაცხადებს. მანამდე ფრანგული კომპანია "სისტრას" კვლევის შედეგად შეირჩევა თბილისის უბნები და რაიონები, რომლებიც საჭიროებენ ტრამვაის სისტემას.

პრეზენტაციას თბილისის საკრებულოს, მერიის და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, II სართული, აუდიტორია №206
« იხ. ყველა ანონსი