2018-03-23

"ახალგაზრდები ინკლუზიური საზოგადოებისა და დემოკრატიის მშენებლობისთვის"

23 მარტს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ გამართავს სემინარს სამართლის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, და სხვა ფაკულტეტების დაინტერესებული სტუდენტებისთვის. სემინარი შეეხება შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა გაეროს 2006 წლის კონვენციით განსაზღვრული შშმ პირთა უფლებები, მათ შორის, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება; სამედიცინო და სოციალური მიდგომები შეზღუდული შესაძლებლობისადმი; სწორი და არასწორი ტერმინოლოგია; საქართველოში არსებული ბარიერები; რომლებსაც შშმ პირები აწყდებიან და სხვა თემები.

სემინარი გაიმართება პროექტის - "ახალგაზრდები ინკლუზიური საზოგადოებისა და დემოკრატიის მშენებლობისთვის" ფარგლებში, IFES-ის მხარდაჭერითა და USAID-ის დაფინანსებით, მისი მიზანია შშმ პირთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება მომავალ თაობაში."

მისამართი; ი. ჭავჭვაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი