2016-03-29

„ანთიმოზ ივერიელის დიდაქეები და სხვა თხზულებები“-ის თარგმანისა და მონოგრაფიის „ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი“ პრეზენტაცია

29 მარტს, 11:00 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში ორი პუბლიკაციის „ანთიმოზ ივერიელის დიდაქეები და სხვა თხზულებები“-ის თარგმანის და მონოგრაფიის „ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი“  პრეზენტაცია გაიმართება.
 
ღონისძიებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II,  წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
 
პუბლიკაციები ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის ”ანთიმოზ ივერიელი-ქართულ-ევროპული დიალოგი” ფარგლებში თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის პროფესორების მიერ მომზადდა.
 
ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური, საგანმანათლებლო, საერო და საეკლესიო მოღვაწეობა კულტურულ-ისტორიულად მნიშვნელოვანია, რადგან ახლებურად წარმოაჩენს ქართული თეოლოგიური და ფილოსოფიური აზროვნების განვითარების გზებს.  მისი მეშვეობით ქართული თეოლოგიური აზროვნება იწყებს ჩართვას ევროპის ისტორიულ, კულტურულ და სააზროვნო სივრცეში. ანთიმოზ ივერიელი წარმოადგენს კულტურათა წარმატებული დიალოგის მაგალითს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი