2017-07-03

კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში

3 ივლისს, 9.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება „კავკასიის მეხუთე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“ (ICSP & AM5). ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები გერმანიიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ჩეხეთიდან, პორტუგალიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან.

სიმპოზიუმის მიზანია მეცნიერებმა ერთმანეთს გაუზიარონ პოლიმერული მასალების დარგში სამეცნიერო კვლევების მიღწევები,  მეცნიერებს მისცემს საშუალებას გააფართოვონ არსებული კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებს შორის, რაც გულისხმობს ერთობლივი კვლევების წარმოებას, სტუდენტებისა და თანაშრომლების მივლინებებს ცოდნის გასაღრმავებლად.

სიმპოზიუმი 5 ივლისს დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი





« იხ. ყველა ანონსი