2010-04-16

გერმანიის საპარლამენტო სტიპენდია გერმანულენოვანი კურსდამთავრებულებისთვის (IPS)

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესთაგი და ბერლინის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს 2011 წლისთვის გერმანიის საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) მოსაპოვებლად. საქართველოსთვის გამოყოფილია დაახლოებით 5 ადგილი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პოლიტიკით დაინტერესებულ, გერმანული ენის მცოდნე კურსდამთავრებულებს. საბუთები ორ ეგზემპლარად  წარდგენილ უნდა იქნეს  2010 წლის 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში.

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებ–გვერდი: http://www.bundestag.de/ips
საკონტაქტო პირი: ქალბატონი თეა ვარდოსანიძე, გერმანიის ფედარაციული რესპუბლიკის საელჩო თბილისში (ku-1000@tifl.diplo.de).
« იხ. ყველა ანონსი