2017-09-11

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“

11 სექტემბერს, 9:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“ გაიხსნება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი. საზაფხულო სკოლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე და მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია გახსნიან.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 301-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი