2017-05-20

მრგვალი მაგიდა „ქართულ-სომხური თანამშრომლობის წარმატებული სტრატეგიების ძიებაში: აკადემია და სტუდენტთა თვალსაზრისი“

20 მაისს, 14:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ქართულ-სომხური თანამშრომლობა აკადემიისა და სტუდენტთა ჩართულობით 2“-ის ფარგლებში გაიმართება სტუდენტური მრგვალი მაგიდა „ქართულ-სომხური თანამშრომლობის წარმატებული სტრატეგიების ძიებაში: აკადემია და სტუდენტთა თვალსაზრისი“.

პროექტის ფარგლებში, 24 თბილისელი და ერევნელი სტუდენტი მუშაობდა მცირე მასშტაბიან კვლევით პროექტებზე, რომელთა შედეგებიც გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ რეჟიმშიც. მრგვალი მაგიდის მსვლელობისას პროექტის მონაწილეები ისაუბრებენ საკუთარ ხედვებზე სომხურ-ქართული თანამშრომლობის შესახებ. ისინი გაგვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და წარმოგვიდგენენ რეკომენდაციებს წარმატებული პრაქტიკისა და სტრატეგიების შესახებ. დისკუსია ღია იქნება დამსწრე საზოგადოებისთვის. მოწვეული სტუმრები გაეცნობიან საკონფერენციო დარბაზშივე მოწყობილ მცირე ფოტო-გამოფენას, სადაც ასახულია პროექტის მონაწილეთა შთაბეჭდილებები ქვყანათაშორისი მოგზაურობებისა და კვლევითი ინიციატივების შესახებ.

პროექტი ინიცირებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაზარაშენის“ (ერევანი, სომხეთი) მიერ, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცივილიზაციათა და კულტურის კვლევების ცენტრთან (ცკც, ესუ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (თსუ) და საქართველოს ანთროპოლოგთა ასოციაციასთან (საა) თანამშრომლობით, ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს  მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სოციალური მეცნიერებების სფეროში ქართულ-სომხური თანამშრომლობის გაღრმავებას ერთობლივი კვლევებისა და ხელმძღვანელობის ორგანიზების გზით.

მრგვალი მაგიდის სამუშაო ენებია: ინგლისური და რუსული

პროგრამა

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ 1 კორპუსი, 317-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი