2018-12-11

“სექსუალური შევიწროების პრევენცია და რეგულირება საქართველოში"

11 დეკემბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ დირექტორი, ბაია პატარაია ისაუბრებს თემაზე: “სექსუალური შევიწროების პრევენცია და რეგულირება საქართველოში".

ლექციაზე განხილული იქნება სექსუალური შევიწროების არსი, სამართალწარმოება და ის ვალდებულებები, რომელიც გათვალისწინებულია სტამბოლის კონვენციით. მომზადებულია კანონპროექტი სექსუალური შევიწროების შესახებ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 11, თსუ მე - 3 კორპუსი, 302-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი