2016-09-05

მესამე საერთაშორისო კონფერენცია "დამტკიცებათა თეორია, მოდალური ლოგიკა და რეფლექსიის პრინციპები"

5 სექტემბერს, 14:45 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე საერთაშორისო კონფერენცია "დამტკიცებათა თეორია, მოდალური ლოგიკა და რეფლექსიის პრინციპები" გაიხსნება.

საერთაშორისო კონფერენცია “დამტკიცებათა თეორია, მოდალური ლოგიკა და რეფლექსიის პრინციპები” რიგით მესამეა შეხვედრების სერიაში, რომელთაგან პირველი ჩატარდა ბარსელონის უნივერსიტეტის, ხოლო მეორე - მეხიკოს ავტონომიური ტექნიკური ინსტიტუტის მხარდაჭერით.

კონფერენციის ძირითადი თემაა მოდალური ლოგიკის უახლესი მიღწევების გამოყენება დამტკიცებათა თეორიის სფეროში, კერძოდ კი ფორმალური თეორიების მამტკიცებელი სიმძლავრის გამოთვლა-შედარების საკითხში.

მისამართი.ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი