2011-06-18

სტუდენტ–სტომატოლოგთა ჩემპიონატი

18 ივნისს, 15.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში სტუდენტ–სტომატოლოგების უნივერსიტეტთაშორისი ჩემპიონატის ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას. „ახალგაზრდა სტომატოლოგთა სამეცნიერო  ფედერაციის“ და კომპანია „დენსტალის“ მიერ ორგანიზებულ უნივერსიტეტთაშორის შეჯიბრში  მეოთხეკურსელი სტომატოლოგი სტუდენტები ერთმანეთს პრაქტიკულ უნარ–ჩვევებში ეჯიბრებიან. სულ შეჯიბრში 4 უნივერსიტეტის – თსუ, „ალმა–მატერის“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტები მონაწილეობენ. ჩემპიონატი თსუ მდიცინის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება. ფინალში გადასასვლელ საუკეთესო სტუდენტებს უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

  მისამართი: აღმაშენებლის გამზ. 126, რესპუბლიკური სტომატოლოგიური კლინიკა.
« იხ. ყველა ანონსი