2014-11-27

მემორანდუმი თსუ-სა და თსუ დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციას შორის

27 ნოემბერს, 10.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თსუ დოქტორანტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ასოციაციის თავმჯდომარე ნოდარ თხელიძე მოაწერენ ხელს.

ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ორივე მხარისათვის აქტუალურ საკითხებზე, ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზებაში, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო (მათ შორის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო) პროექტების რეალიზებაში; ითანამშრომლებენ ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, ცალკეული პროგრამების გაერთიანებული  რესურსებით განხორციელების მიზნით; მოამზადებენ სასწავლო და კვლევით პროექტებს, გამოაქვეყნებენ სამეცნიერო სტატიებსა და პუბლიკაციებს; ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელების მიზნით, შეიმუშავებენ და წარადგენენ სასწავლო და კვლევითი  ხასიათის პროექტებს ადგილობრივი ან უცხოური ორგანიზაციებიდან დაფინანსების მოსაპოვებლად.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი







« იხ. ყველა ანონსი