2017-11-29

შეხვედრა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებთან

29 ნოემბერს, 13:00 საათზე, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები (ICMPD), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ENIGMMA 2-ის (მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში) ფარგლებში, გამართავს შეხვედრას თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებლებთან.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოსა და სერვისების განვთარების სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ მიგრაციული პროცესების მთავარ მახასიათებლებზე საქართველოში და მიგრაციის მართვის არსებულ ინსტრუმენტებზე.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი:თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, აუდიტორია 206.
« იხ. ყველა ანონსი