2016-11-21

საჯარო ლექცია "ამერიკული ღირებულებები ეკრანზე: ქართული ფილმი - "ქალი ბაზრობიდან"

21 ნოემბერს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბისა და ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ოლიკო ჟღენტის საჯარო ლექცია თემაზე "ამერიკული ღირებულებები ეკრანზე: ქართული ფილმი - "ქალი ბაზრობიდან" (1928 წ). შეხვედრისას ნაჩვენები იქნება გამოჩენილი ამერიკელი დრამატურგის, ნობელისა და პულიცერის პრემიების ლაურეატის - იუჯინ ონილის "სიყვარული თელებქვეშ" პირველი ეკრანიზაციის ნიმუში მსოფლიო კინემატოგრაფიაში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.#1, თსუ I კორპუსი, 307-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი