2011-02-26
Erasmus Mundus”-ის ბენეფიციართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორთან
26 თებერვალს, 14:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროექტ „Erasmus Mundus”-ის ბენეფიციარ სტუდენტთა, პროფესორთა და კურსდამთავრებულთა შეხვედრა თსუ–ის რექტორთან ალექსანდრე კვიტაშვილთან. შეხვედრის მიზანია ბენეფიციარებთან კავშირების გამყარება და უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი დავით კერესელიძე დაესწრებიან. ღონისძიებაში მონაწილეობას პროექტში ჩართული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მიიღებენ.
« იხ. ყველა ანონსი