2012-05-31

„მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 2012“

 31 მაისს, 14.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნება მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე.  სტუდენტები მედიცინის ფაკულტეტის დეკანატის წარმომადგენლებთან ერთად გამართავენ დისკუსიას „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე 2012“-ის  შესახებ.  მანამდე კი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების ჯგუფი ეწვევა თბილისის №1 სკოლას და თამბაქოს საწინააღმდეგო პრეზენტაციით შეეცდება უმცროსი თაობის განათლებას თამბაქოს ზიანის შესახებ.  
31 მაისი  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე. 2012 წელს აღნიშნული თარიღი ეძღვნება თამბაქოს ინდუსტრიასთან ბრძოლას. ივ. ჯავახიშვილის სახელმის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ბოლო ორი წელია  სტუდენტურ ორგანიზაცია EMSA TSU-სთან ერთად უერთდება აღნიშნულ დღეს. საორგანიზაციო ჯგუფი წელსაც აგრძელებს ტრადიციას. ღონისძიების მიზანია საზოგადეობის ინფორმირება თამბაქოს ზიანის შესახებ და კერძოდ ის, რომ ნათლად დაგვანახოს თამბაქოს ინდუსტრიის როლი ამ საქმეში. დაგეგმილია კინო ჩვენებაც ორგანიზაცია EMSA TSU -ს პროექტ კინო და მედიცინის ფარგლებში. ამჯერად სტუდენტები ოსკაროსან კინო ფილმს „თავისიანი“ ნახავენ, რომელიც თამბაქოს ინდუსტრიას ეხება. ამასთან ერთად 31 მაისის აღსანიშნავად თსუ მეორე კორპუსში განთავსდა სპეციალური ბანერები თამბაქოს მავნე ეფექტების შესახებ სტუდენტებში ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
  ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - EMSA TSU, საქართველოს ექიმთა ასოციაცა, საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსი და თსუ სტუდენტურ თვითმმართველობა.
მისამართი: თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი