2010-10-20
ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში და ახალგაზრდობის როლი
ორგანიზაცია INCD, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად UN, ახორციელებს პროექტს: „ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში და ახალგაზრდობის როლი“ რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 10 უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო სემინარების ჩატარება. პროექტის ფარგლებში
20 ოქტომბერს, 16:00 საათზე სემინარი გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სემინარის მსვლელობისას გამოვლინდება რამოდენიმე აქტიური სტუდენტი, რომლებიც დაჯილდოვდებიან და პროექტის მეორე ეტაპზე, „MDG-ს ახალგაზრდული სამიტზე“ მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროების, აგრეთვე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მესამე სართული, გაეროს აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მესამე სართული, გაეროს აუდიტორია.