2012-09-28

მონოგრაფიის „იაპონია საუკუნეთა ლაბირინთებში“ პრეზენტაცია

28 სექტემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პროფესორ ნანა გელაშვილის მონოგრაფიის „იაპონია საუკუნეთა ლაბირინთებში“ პრეზენტაცია.
ნაშრომი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ამ პროფილის პირველ მონოგრაფიას წარმოადგენს. ნაშრომის მიზანია მკითხველს კომპლექსურად გააცნოს იაპონიის ისტორიულ-კულტურული ფენომენი. საკვლევი მასალის თემატურად დაჯგუფების პრინციპით, ნა რომში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოდგენილი და გაანალიზებულია იაპონიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, იდეოლოგიური და კულტურული პროცესები უძველესი დროიდან მე-19 საუკუნის მიწურულამდე.

მისამართი: თსუ მე-5 კორპ, 313-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი