2011-02-11

მაქსიმილიან რაიზერს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

11 თებერვალს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილ გერმანელ მეცნიერს, პროფესორ მაქსიმილიან რაიზერს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. პროფესორი ევროპის რადიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მიუნხენის უნივერსიტეტის კლინიკური რადიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი და მიუნხენის უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ცენტრის თავმჯდომარეა. ცერემონიის შემდეგ მაქსიმილიან რაიზერი თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე " რადიოლოგიის როლი ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკასა და მართვაში."

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.

მის.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი; I სართული, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი