2011-06-13

თსუ–სა და ფინანსთა სამინისტროს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

13 ივნისს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და აკადემიის დირექტორი სერგო ნოზაძე მოაწერენ. შეთანხმების თანახმად, მხარეები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ორგანიზებაში. ასევე, სხვა სახის სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტების რეალიზებაში. თსუ დაეხმარება აკადემიის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, სასწავლო და საცნობარო ლიტერატურის მომზადებაში. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს აკადემია უნივერსიტეტს მიაწვდის ინფორმაციას საფინანსო სფეროში მიმდინარე  უახლეს ცვლილებებზე; თსუ სტუდენტებსა და პროფესურას ჩართავს საკუთარ პროექტებში; სტუდენტებს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების, ტრენინგებისა და სასერთიფიკატო პროგრამებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ. მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მე–2 კორპ, 1–ლი სართ, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა





« იხ. ყველა ანონსი