2013-03-14

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-ს, ბონისა და ერევნის უნივერსიტეტებს შორის

14 მარტს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  ბონისა და ერევნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმის თანახმად, თსუ-სა და ბონის უნივერსიტეტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს და ერევნის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტს შორის სამმხრივი თანამშრომლობა იგეგმება, რაც თეორიულ ფიზიკაში  ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავებას გულისხმობს.
მემორანდუმის ფარგლებში 14 და 15 მარტს  თეორიულ ფიზიკაში მინი-კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაზე ფოლკსვაგენის გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „თეორიული ფიზიკის საგანმანათლებლო ქსელი“ (Regional Training Network in Theoretical Physics) პრეზენტაცია გაიმართება (თსუ მეორე კორპუსი, 135-ე აუდიტორია).


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი

« იხ. ყველა ანონსი