2010-12-16
სამეცნიერო კონფერენცია – “გლობალური ტრანსფორმაციები და საქართველო”
16 დეკემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით – “გლობალური ტრანსფორმაციები და საქართველო” გაიხსნება. თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური კონფერენცია უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მოხსენებებს მოიცავს, რომელიც კონფერენციის დასასრულს კრებულში ერთიანდება. კრებულის გამოცემა ორ ეტაპად ხორციელდება – გაზაფხულზე მონაწილე დოქტორანტების, ხოლო შემოდგომაზე პროფესორების მოხსენებები გამოიცემა.მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VI კორპუსი, III სართული, დარბაზი 303
« იხ. ყველა ანონსი