2010-04-16

პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის 70 წლის იუბილე

16 აპრილს, 16:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის 70 წლის იუბილე აღინიშნება. საიუბილეო ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თსუ-ის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
პროფესორი თენგიზ კიკაჩეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "რელიგიათა თავსებადობა, როგორც ცივილიზებული ღირებულება კონსტანტინე გამსახურდიას "დავით აღმაშენებელში".
თენგიზ კიკაჩეიშვილი 100_მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათგან 4 მონოგრაფიის და 4 კრებულის, ავტორია. პროფესორი მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და სიმპოზიუმის მონაწილეა. 2004 წლიდან თენგიზ კიკაჩეიშვილი საქართველოს ლიტერატურათმცოდნეობის აკადემიის ნამდვილი წევრია, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


მისამართი: თსუ V კორპუსი, 313-ე აუდიტორია



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი