2015-12-21
თსუ სტუდენტების ანიკა მექანიკურისა და მარიკა ბახტაძის ფოტოგამოფენა: „სად არის მეგობრის სახლი?“
21 დეკემბერს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ირანისტიკის მიმართულების სტუდენტების ანიკა მექანიკურისა და მარიკა ბახტაძის ფოტოგამოფენა: „სად არის მეგობრის სახლი?“ გაიხსნება.
გამოფენა ირანელთა დღესასწაულთან „შაბ-ე იალდასთან” დაკავშირებით იმართება. 21 დეკემბრის ღამეს - წლის ყველაზე გრძელ ღამეს - ირანელები სიმბოლურად სინათლის სიბნელეზე, სიკეთის - ბოროტებაზე გამარჯვებას ზეიმობენ.
ღონისძიება თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების მხარდაჭერით ტარდება.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი