2011-03-30

პოეტური საღამო თსუ–ში – „ბლეზ სანდრარი არტისტულ გარემოში“

30 მარტს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში ფრანკოფონიის თვის დასკვნითი ღონისძიება – პოეტური საღამო „ბლეზ სანდრარი არტისტულ გარემოში“ გაიმართება. ღონისძიებას თსუ–ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე, საელჩოსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.
 მარტი საქართველოში ფარნკოფონიის თვედ გამოცხადდა. საფრანგეთისა და შვეიცარიის საელჩო საქართველოში და ფრანგული ინსტიტუტი ფრანკოფონიის დღესასწაულს მრავალფეროვანი კულტურული, ლიტერატურული, თეატრალური, კინემატოგრაფიული, მუსიკალური, სამეცნიერო და პედაგოგიური ღონისძიებებით აღნიშნავს. ფრანკოფონიის თვის ფარგლებში თსუ–ში უკვე გაიმართა სტუდენტურ-შემეცნებითი საღამო ”ფრანკოფონი საქართველო”,  კოლოქვიუმი “ფერების მნიშვნელობა ენების შესწავლისას”, ლიტერატურული კონფერენცია „დიალოგი ტექსტსა და ნახატს შორის”,

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსი, III სართული, აუდიტორია №313
« იხ. ყველა ანონსი