2015-10-13

ესტონეთის ელჩისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიცე კანცლერის ვიზიტი თსუ-ში

13 ოქტომბერს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტონეთის ელჩი პრიიტ ტურკი და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიცე კანცლერი მარტ ლაანმაე ეწვევიან. ღონისძიებას "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი" გამართავს.

დისკუსიის მსვლელობისას ყურადრება გამახვილდება ესტონეთი–საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობაზე ეკონომიკური, რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის თვალსაზრისით. სტუმრები დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებენ ესტონური მხარის შეფასებებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ.

დასწრების მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 219-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი