2012-07-20
მესამე რეგიონული კონფერენცია თსუ-ში
20 ივლისს, 16.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკული ორგანიზაცია „ცენტრალური ევრაზიის შემსწავლელი საზოგადოების“ და თსუ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის ორგანიზებით მე-3 რეგიონული კონფერენცია გაიმართება.მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების 70-მდე მეცნიერი პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებზე წაიკითხავენ მოხსენებებს და გაიმართება დისკუსია. საუბარი შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცის კულტუროლოგიას, ფილოლოგიას, ისტორიას, სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებს. გაიმართება სექციური მუშაობა.
„ცენტრალური ევრაზიის შემსწავლელი საზოგადოება“ ჰარვარდის უნივერსიტეტში დაარსდა და ამჟამად ინდიანას უნივერსიტეტში ფუნქციონირებს.
კონფერენცია 21 ივლისს დაიხურება.
მისამართი: ი. ჭავჭავაზის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №214.
« იხ. ყველა ანონსი