2011-12-09
ტორონტოს რიერსონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ჯინ ალენის საჯარო ლექცია
9 დეკემბერს, 11.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტორონტოს, რიერსონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯინ ალენი საჯარო ლექციას გამართავს.
ცნობილი ჟურნალისტი და მედია-მკვლევარი, პროფესორი, ჯინ ალენი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექციებსა და სამუშაო შეხვედრებს ერთი კვირის მანძილზე ჩაატარებს.
პროფესორის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოპები და ინდივიდუალური საკონსულტაციო შეხვედრები უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან; პროფესორი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე ”ჟურნალისტიკის ახალი სამყარო”. ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი გაეცნობა ჟურნალისტიკის მიმართულების მუშაობას, სასწავლო ბაზას.
მეოთხე წელია ფონდი ”ღია-საზოგადოება-საქართველოს” მხრიდან, აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში უცხოელი მკვლევარები და ექსპერტები მედია-განათლების რეფომრირების კუთხით მუშაობენ. სწორედ ამ პროგრამის გარგლებში ეწვია უნივერსიტეტს ქ. ტორონტოს, რიერსონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მკვლევარი, დოქტორი ჯინ ალენი.
აკადემიური მხარდაჭერის პროგარამას დიდი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტში სასწავლო პროგრამების, განათლების და კვლევების ხარისხის ამაღლებისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის; უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ხარისხიანი მედიის განვითარება და მედია-განათლების მხარდაჭერა. მსგავსი ვიზიტები და თანამშრომლობა სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
მისამართი: თსუ, მეორე კორპუსი, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა
« იხ. ყველა ანონსი