2017-08-01

„შაჰრიარის როლი ლიტერატურული და კულტურული კავშირების გაღრმავებაში“

1 აგვისტოს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო ლიტერატურული კონფერენცია „შაჰრიარის როლი ლიტერატურული და კულტურული კავშირების გაღრმავებაში“. კონფერენცია ეძღვნება აზერბაიჯანული წარმოშობის ირანელი პოეტის  სეიდ მუჰამმად შაჰრიარის 110 წლისთავს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება შაჰრიარის წიგნის  „სალამი ჰეიდარბაბას“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ  თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის საელჩოს,  თავრიზის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, საქართველოს აზერბაიჯანელთა უხუცესთა საბჭოს წევრები, თსუ ირანისტიკის კათედრის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე, მოხსენებებს შორის,  თსუ სტუდენტები წაიკითხავენ ლექსებსა და ამონარიდებს პოემიდან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი