2012-06-29

"მიწისძვრით გამოწვეული ზარალის სცენარი თბილისისთვის"

29 ივნისს, 10.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტი, მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან ერთად, იწვევს საქართველოს მთავრობისა და გაეროს სააგენტოების წარმომადგენლებს, კოლეგებს საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სამეცნიერო დაწესებულებებიდან კონფერენციაზე ,,მიწისძვრით გამოწვეული ზარალის სცენარი თბილისისთვის".
კონფერენციის მიზანია წარმოადგინოს მიმდინარე პროექტის – ქალაქის სეისმური რისკის სცენარი – დღეისათვის მიღებული შედეგები, აგრეთვე არსებული პრობლემები, რათა გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება სეისმურ რისკთან დაკავშირებით და ხელი შეეწყოს ქვეყანაში კატასტროფების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის კულტურის ამაღლებას. ასევე იგი მიმართულია მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის დიალოგის გაძლიერებისაკენ და კატასტროფის რისკის შემცირების კოორდინირებული ღონისძიებების მობილიზაციისაკენ.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპ, აუდიტორია  №06




« იხ. ყველა ანონსი