2015-12-08

მაიქროსოფთის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის გენერალური მენეჯერის მაიკლ კიოგელერის ლექცია-ვორკშოპი თსუ-ში

8 დეკემბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაიქროსოფთის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის გენერალური მენეჯერი მაიკლ კიოგელერი (Michael Kogeler) თსუ სტუდენტებისთვის ლექცია-ვორკშოპს გამართავს.

ღონისძიებაზე მაიკლ კიოგელერი ისაუბრებს მაიქროსოფთის ხედვაზე, თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებზე, თუ როგორ ეხმარება ტექნოლოგია ადამიანებს და ორგანიზაციებს მეტის მიღწევაში. ასევე ისაუბრებს საკუთარ გამოცდილებასა და წარმატების ფორმულაზე.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დაუსვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, მათ შორის, რა კომპეტენციებს ითხოვს მაიქროსოფთი თანამშრომლის სამსახურში აყვანისას, როგორი ბიზნესურთიერთობის მოდელი აქვს კომერციულ ფირმებთან, რა საგანმანათლებლო პროგრამები აქვს სტუდენტებისთვის, როგორ ეხმარება საგანმანათლებლო ინსტიტუციებს და კომერციულ თუ სამთავრობო ორგანიზაციებს ტექნოლოგიების საშუალებით ბიზნესპროცესების ეფექტურობის გასაზრდელად და ა.შ.

მაიკლ კიოგელერი არის მაიქროსოფთის ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის გენერალური მენეჯერი. ამ პოზიციაზე იგი მართავს და ავითარებს კორპორაციის ბიზნესს 24 ქვეყანაში, ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და მრავალფეროვან რეგიონში.

მანამდე მაიკლი წამოადგენდა მაიქროსოფთის ინტერესებს წინა აზიისა და აფრიკის რეგიონში, როგორც მარკეტინგისა და ოპერაციების გენერალური მენეჯერი. მაიკლი 12 წელია რაც მაიქროსოფთში მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში უძღვებოდა სხვადასხვა მიმართულებებს კომპანიის გლობალური სტრატეგიების დანერგვის საერთაშორისო მიმართულებებით.

მაიქროსოფთი წარმოადგენს გლობალურ ლიდერს პროგრამული უზრუნველყოფის, პლატფორმების და სერვისების წარმოებაში, და თავის მისიად დასახული აქვს ყოველ პიროვნებასა და ორგანიზაციას პლანეტაზე მისცეს უფრო მეტის მიღწევის შესაძლებლობა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი