2015-12-22
ფილმის "ხმელეთის 0,047%" ჩვენება - კინოცენტრი „აფხაზეთი“ 10 წლისაა
22 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინოცენტრ "აფხაზეთის" ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება რეჟისორ გელა კანდელაკის ფილმის
"ხმელეთის 0,047%" ჩვენება, რომელმაც სორეზის ფესტივალზე 2010 წელს გრანპრი მოიპოვა.
კინოცენტრი „აფხაზეთი“ 2005 წელს დაარსდა და აფხაზეთიდან, ასევე, ცხინვალიდან დევნილებით დაკომპლექტდა. კინოცენტრის შემადგენლობაშია ხელის ჩრდილების თეატრი „ბუდრუგანა გაგრა“, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „კვალი XXI“ და კინოსტუდია „კვალი“. კინოცენტრი „აფხაზეთი“ საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალის „ნიქოზის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორია, ასევე, „თბილისი -2015 თანამედროვე მუსიკის საღამოების“ მუდმივი პარტნიორია.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი