2013-04-22

წიგნის "საქართველოს სააღსრულებო სისტემის მიმოხილვა" პრეზენტაცია

22 აპრილს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ევროპის კავშირის პროგრამის "დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის" (Better Enforcement System Through TWINNING - BESTT) და სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ერთობლივად მომზადებული სახელმძღვანელოს "საქართველოს სააღსრულებო სისტემის მიმოხილვა" პრეზენტაცია.

პრეზენტაციას გაუძღვებიან თომას შმიდტი - ტვინინგის მუდმივი მრჩეველი (გერმანია) და იოს უითდეჰააგი - პროექტის ექსპერტი, წიგნის რედაქტორი.
სახელმძღვანელო ვრცელდება უსასყიდლოდ.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ მეორე კორპუსი, მცირე საკონფერენციო დარბაზი (აუდიტორია N135)


« იხ. ყველა ანონსი