2016-03-04

თავდაცვის მინისტრის მოადგილე თსუ-ში

4 მარტს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გამართავს საჯარო ლექციას გენდერის თემაზე - „ქალი ლიდერი“. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე დარეჯან თვალთვაძე, სტუდენტები, პროფესორები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები დაესწრებიან. 

ანა დოლიძის შეხვედრა სტუდენტებთან თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი გენდერის კვირეულის ფარგლებში გაიმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიფინება სამხედრო მოსამსახურე ქალთა მოღვაწეობის ამსახველი ოცამდე ფოტო. ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ., თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი