2010-06-07

ცესკო-ს თავმჯდომარის შეხვედრა თსუ-ის სტუდენტებთან

7 ივნისს, 13 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო  ცენტრის" ორგანიზებით ცესკოს თავმჯდომარე –ზურაბ ხარატიშვილი სტუდენტებს გააცნობს ადგილობრივი არჩევნების შედეგებს. საუბარი შეეხება თემას, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები საქართველოში. მოწვეული სტუმრები უპასუხებენ სტუდენტების შეკითხვებს. შეხვედრას დაესწრება უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი ხუბუა.

შეხვედრა ხორცილდება,  პროექტის  “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით” ფარგლებში.


პროექტის პარტნიორები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, “შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – ადვოკატი.”

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი - ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო”.

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა (მე-2 კორპ. მე-2 სართ)
« იხ. ყველა ანონსი