2010-05-13
საერთაშორისო კონფერენცია: “ამერიკა და ამერიკული ფასეულობები”
13 მაისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება ამერიკის შესწავლის საკითხებისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თემაზე:
"ამერიკა და ამერიკული ფასეულობები".
კონფერენციაზე წარმოდგენილი 170-მდე მოხსენება ამერიკის შეერთებული შტატების შესწავლის ყველა სფეროს მოიცავს. განხილული იქნება აგრეთვე ლათინური ამერიკისა და კანადის საკითხები.
კონფერენციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი და ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია. აღნიშნული ორგანიზაციების მიზანია ამერიკის ქვეყნების ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერების, კულტურის, განათლებისა და რელიგიის საკითხების შესწავლა პროფესიულ დონეზე და ამ ცოდნის პოპულარიზაცია საქართველოს საზოგადოების ფართო ფენებში; ორგანიზაცია ზრუნავს საქართველოში ამერიკის შესწავლის საკითხებით დაინტერესებული ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდაზე და კონტაქტების გაღრმავებაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში.
მის : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ფიზიკის დიდი აუდიტორია №212
« იხ. ყველა ანონსი