2017-10-19

მემორანდუმი თსუ-სა და ტექნოლოგიურ ინსტიტუტს შორის

19 ოქტომბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნოლოგიურ ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ტექნოლოგიური ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ლომთაძე მოაწერენ.

ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებს; ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს; თანამედროვე ექსპერიმენტებს; განავითარებენ საუნივერსიტეტო ტრადიციებს ინოვაციური კვლევებითა და სწავლებით; მოხდება გამოცდილების გაცვლა საბუნებისმეტყველო მეცნიერების ძირითად საკვანძო საკითხებზე; ასევე, ჩატარება ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, ტრენინგები და მასტერკლასები;

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი