2018-11-30
ერიკ ლის საჯარო ლექცია
30 ნოემბერს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერიკ ლის საჯარო ლექცია - „ექსპერიმენტი, საქართველოს მივიწყებული რევოლუცია“ გაიმართება.
ერიკ ლი არის ამერიკელი ჟურნალისტი, რომლებიც წლების განმავლობაში აქტიურადაა ჩართული მშრომელთა უფლებების დაცვის საკითხებში. ის 30 წლის განმავლობაში იკვლევდა სხვადასხვა ქვეყნის არქივებს.
ერიკ ლის წიგნი - „ექსპერიმენტი, საქართველოს მივიწყებული რევოლუცია“ (Eric Lee, The Experiment, Georgia’s Forgotten Revolution) ინგლისში, 2017 წელს გამოვიდა. რუსეთის რევოლუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მრავალრიცხოვან წიგნთა შორის, ეს იყო ერთადერთი წიგნი, რომელიც საქართველოს პირველ რესპუბლიკას ეხებოდა. მას ფართო გამოხმაურება მოჰყვა (მათ შორის, რეცენზია New York Times-ში).
ერიკ ლი საქართველოს განიხილავს, როგორც პირველ ქვეყანას მსოფლიოში, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში, და მიზნად ისახავს მკითხველს დაანახოს, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, ბოლშევიკებს რომ არ გაენადგურებინათ.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია 06.
« იხ. ყველა ანონსი