2011-06-16

აგვისტოს მოვლენებზე გადაღებული პოლონური ფილმის პრემიერა თსუ–ში

16 ივნისს 19:30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი პოლონელი კინოდოკუმენტალისტების  დოროტა პეტრუსის და ბოგდარ ლეჩნარის ფილმის "სახლი" პრემიერა გაიმართება. დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „სახლი“  2008 წლის  რუსეთ-საქართველოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებს ასახავს, სადაც ნაჩვენებია მოქალაქეების თვალით დანახული ომი. ფილმში არ ჩანს არც ტანკები,არც თვითმფრინავები,არც შეიარაღებული ძალები. „სახლში“ მოთხრობილია ამბავი იმ ხალხის შესახებ, რომლებაც იგრძნეს ომის საფრთხე,მოძებნეს თავშესაფარი მთებში _ ერთ–ერთ ოსურ ოჯახში. ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ სხვა და სხვა ეროვნების ხალხი: რუსები,სომხები,ქართველები და ოსები. ისენი გააერთიანა ომის უარყოფამ,შიშმა, აღშფოთებამ და საკუთარი სახლებიდან გადახიზვნამ. პრემიერას ფილმის რეჟისორები და გადამღები ჯგუფის წევრები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 3, თსუ მე–2 კორპ, მე–2 სართ, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი