2012-05-24

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან

24 მაისს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდება.            
მემორანდუმს ხელს თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი პრომეთე შევარდნაძე მოაწერენ.  
მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობის განმტკიცება ფიზიკის, ქიმიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის სფეროში, ასევე კვლევითი და სამეცნიერო-ტექნიკური სამუშაოების ხარისხის ამაღლება.
თანამშრომლობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეროვნული სააგენტო ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებს განახორციელებენ. თსუ-ის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ შეიძინონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა სააგენტოსთან არსებული თანამედროვე ლაბორატორიების ბაზაზე, დაგეგმილია სტაჟირება თსუ-ის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

« იხ. ყველა ანონსი